09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ამერიკის პრეზიდენტი მამის სამშობლოში, კენიაში, იმყოფება

ბარაკ ობამა მამის სამშობლოში, კენიაში, ჩავიდა. ნაირობის აეროპორტში შეერთებული შტატების პრეზიდენტს მისი კენიელი კოლეგა და ნათესავი დახვდნენ.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ბარაკ ობამამ სწორედ ნათესავებთან ერთად გაატარა და მათთან ერთად ივახშმა კიდეც.

შეერთებული შტატების ლიდერის ვიზითთან დაკავშირებით კენიაში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

ნაირობიში ცენტრალური ქუჩების უმეტესობა გადაკეტილია. სამართალდამცველები მოსახლეობას სახლებში დარჩენასაც ურჩევენ. 

 

 

 
დღის ამბები