09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
თურქეთი ISIS-ის პოზიციებს ბომბავს

ქურთი მებრძოლების ბანაკზე თურქეთის ავიაიერიშების შემდეგ ქურთთა მუშათა პარტია აცხადებს, რომ ოფიციალურ ანკარასთან ყოველგვარმა მორატორიუმმა აზრი დაკარგა.

ქვეყნის ავიაცია უკვე მეორე დღეა, სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს, თუმცა წუხელ ანკარამ იერიშები ერაყის ჩრდილოეთით ქურთი მებრძოლების ბანაკზეც მიიტანა.

ეს იყო პირველი შემთხვევა 2013 წლის გაზაფხულის შემდეგ, როდესაც თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. მანამდე 30–წლიან კონფლიქტს თურქეთსა და ქურთ მებრძოლებს შორის 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 
დღის ამბები