04 მაისი 2024,   22:38
ვრცლად
რუსულ ავიაკომპანიებს გაერთიანებული სამეფოს სადაზღვევო ან გადაზღვევის სერვისების გამოყენება ეკრძალებათ

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელების გამო, რუსეთის ფედერაციას გაერთიანებული სამეფო ახალი სანქციებით პასუხობს.

ახალი სანქციები მიზნად ისახავს, დაბლოკოს ბრიტანეთის სადაზღვევო ბაზარზე რუსული კომპანიები, საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიები.

"რუსულ ავიაკომპანიებს გაერთიანებული სამეფოს სადაზღვევო ან გადაზღვევის სერვისების პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოყენება ეკრძალებათ.

რუსული აგრესიის საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთი ავლენს თავის ვალდებულებას, გამოიყენოს მკაცრი ეკონომიკური სანქციები,"- ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

 

დღის ამბები