20 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი, რუსეთისთვის ახლა ხარკოვი და კიევი მთავარი სამიზნეა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისთვის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი - კიევი და ქალაქი ხარკოვია.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი დედაქალაქის დაცვაა, თუ დედაქალაქს დაიცავენ - დაცული იქნება ქვეყანაც.

"ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. ყველას მოვუწოდებთ სასწრაფო რეაგირებისკენ.

რუსეთისთვის ახლა ხარკოვი და კიევი - მთავარი სამიზნეა. დედაქალაქის თავდაცვა - სახელმწიფოსთვის ძირითადი პრიორიტეტია. დავიცავთ კიევს - დავიცავთ ქვეყანას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები