23 ნოემბერი 2024,   22:09
ვრცლად
მეგრული ხაჭაპურებით დაპურებული უკრაინელი მებრძოლები ფრონტის ხაზზე - როგორ ცხოვრობენ ქართველები საომარ მდგომარეობაში

მეგრული ხაჭაპურებით დაპურებული უკრაინელი მებრძოლები ფრონტის ხაზზე - განგაშის სიგნალისა და ჭურვების აფეთქების ფონზე, ქართველი მოხალისეები კიევის რესტორანში უკრაინელი სამხედროებისთვის მზა პროდუქტებს ამზადებენ, ჯარისკაცები კი დათქმულ დროზე მიდიან.

უკრაინელი დევნილების გარდა, საკუთარი საცხოვრებლების დატოვება უწევთ უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს. ვინც სახლში რჩება, თავშესაფარი თავად აქვს მოწყობილი. მათ შორის არიან ხარკოვში მცხოვრები ქართველებიც. ზოგიერთი მათგანი საკუთარ სახლში უკრაინელებსაც იფარებს.

საქართველოს საელჩო მოუწოდებს უკრაინაში მყოფ ქართველებს, საომარი რეჟიმის პირობებში არსებული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

დღის ამბები