28 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
ჩვენ არ ვართ ამ კონფლიქტის ნაწილი და გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ სამხედრო მოქმედებები არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება მათთვის უმნიშვნელოვანესია და NATO რუსეთთან ომის წამოწყებას არ ცდილობს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ნაწილი არ არის.

"დღეს მინისტრებმა ისაუბრეს ჩვენს საპასუხო რეაქციაზე კრიზისთან მიმართებაში და შესაბამისად, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენ გავაძლიერებთ თავდაცვის მიმართულებას ხმელეთზე, ჰაერში და წყლებში.

მოკავშირეებმა გაგზავნეს ჯარები აღმოსავლეთ ნაწილში NATO-სი და რა თქმა უნდა, 130 თვითმფრინავი და 230 გემი არის ზღვაში მობილიზებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.

NATO, მინდა მოგახსენოთ, რომ არის თავდაცვითი ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი 30 ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ჩვენ არ ვართ ამ კონფლიქტის ნაწილი და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველვყოთ ის, რომ ეს სამხედრო მოქმედებები არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგანაც შედეგები ბევრად უფრო მძიმე და სახიფათო იქნება, ძალიან ბევრი ადამიანი დაიტანჯება. NATO არ ცდილობს, რომ წამოიწყოს ომი რუსეთთან," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

დღის ამბები