29 აგვისტო 2026,   07:52
ვრცლად
ილონ მასკმა რუსული პროპაგანდისტული მედიის დაბლოკვაზე უარი თქვა 

ილონ მასკი რუსული პროპაგანდისტული მედიის დაბლოკვაზე უარს აცხადებს. როგორც მასკი ​​twitter-ზე წერს, უცხოეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს თხოვნით, რომ მის მფლობელობაში არსებულ თანამგზავრულ ინტერნეტ-კომპანიაStarlink-ს დაებლოკა რუსული ახალი ამბების წყაროები, რაზეც მასკმა უარი განაცხადა. 

გაურკვეველია, რომელი ქვეყნის მთავრობებს გულისხმობს მასკი, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ იყო უკრაინა. 

"რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ, თუმცა არა უკრაინის, Starlink-ს რუსული საინფორმაციო წყაროების დაბლოკვა მთხოვეს. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, თუკი იარაღით არ დაგვემუქრებიან.

ბოდიში, მაგრამ ჩვენ თავისუფალი სიტყვის მომხრე ვართ," - წერს Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი.

დღის ამბები