09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
დონეცკის ოლქში რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა დონეცკის ოლქში რუსი სამხედრო მაღალჩინოსანები და საბრძოლო საშუალებებით სავსე სატვირთო მანქანა დააკავეს.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის უწყების ინფორმაციით, ერთერთი დაკავებული რუსული არმიის მაიორია. მეორე პირი კი, რომელიც მანქანით მგზავრობდა სეპარატისტების წარმომადგენელია. სატვირთო მანქანაში დიდი რაოდენობით საბრძოლო საშუალებები და ტყვიები იყო მოთავსებული.

უწყების ცნობით, დაკავებულები დონეცკის ოლქის იმ რეგიონში ცდილობდნენ მოხვედრას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ინცინდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

 
დღის ამბები