ინფორმაცია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საომარ ზონაში იმყოფება:
უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქი ლვოვიდან.
ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით 6-დან 10 მარტამდე, უკრაინის დროით ყოველ დღე დილის 8-დან დილის 9 საათამდე იმოძრავებენ.
უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. მოქალაქეებს რომლებსაც სურთ უკრაინის დატოვება უნდა დარეკონ ეკრანზე მითითებულ ნომრებზე.