29 აგვისტო 2026,   07:52
ვრცლად
მუდმივად იბომბება საცხოვრებელი სახლები, ის ადგილები, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არის - ჩერნიგოვის მერი

90 ტონა ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ზაპოროჟიედან მარიუპოლისკენ უკვე მიემერთება. ისევ ბუნდოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის კონფლიქტური ზონიდან გაყვანის საკითხი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ, კიევის ოლქის ქალაქ ირპენში ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. არის მსხვერპლიც.

ჯამში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა 351 სამოქალაქო პირი მათ შორის 28 ბავშვი, დაშავდა 707 ადამიანი.

"ხარკოვში სიტუაცია მარტივი არ არის. თქვენ ხედავთ აგრესიას რუსი სამხედროების მხრიდან. მათი ძალების დიდი ნაწილია კონცენტრირებული ხარკოვის სიახლოვეს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მებრძოლები ნამდვილი გმირები არიან, რომლებიც მათ თავდასხმებს აკავებენ, ანადგურებენ მტრის ტექნიკას. ეს ყველაფერი კი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს უზრუნველვყოთ კომუნალური მომსახურება ხალხისთვის. ვაწოდებთ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს. ხარკოვი დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ხარკოვის მოქალაქეები ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო რუსების მხრიდან. ის საბრძოლო სულისკვეთება, რომელიც ხარკოველებს დღეს აქვთ, არასდროს ჰქონიათ," – ამბობს იგორ ტერეხოვი.

ჩერნიგოვის მერის ვლადისლავ ატროშენკოს განცხადებით კი, ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ.

"მუდმივად მიდის დაბომბვები საცხოვრებელი სახლების, იქ, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არის. საოკუპაციო ძალები ბომბებს "გრადის" ტიპის სარაკეტო სისტემებიდან ისვრიან. მიმდინარეობა საარტილერიო თავდასხმა. პუტინი შეშლილი პარანოიკია. დაბომბილ ჩერნიგოვს ვეღარ ვცნობ," - ამბობს ჩერნიგოვის მერი.

დღის ამბები