10 სექტემბერი 2026,   01:37
ვრცლად
არის თუ არა მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან უკრაინელი ხალხის გენოციდი - ჰააგის სასამართლო დღეს საქმის განხილვას იწყებს 

შესაძლებელია თუ არა, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, უკრაინელი ხალხის გენოციდი იყოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დღეს საქმის განხილვას იწყებს. სხდომაზე პირველად უკრაინულ მხარეს მოუსმენენ.

რის შემდეგ კოლეგიის წინაშე მოსკოვის წარმომადგენლები უნდა წარდგნენ, თუმცა მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას პროცესში, ჯერჯერობით უცნობია.

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ პროკურორს გამოძიების დაწყების უფლება მოსამართლის დადგენილების გარეშე, არსებული გარემოებებიდან მისცა.

დღის ამბები