09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
თურქეთი ISIS-ის პოზიციებს ბომბავს - ქვეყანაში კი ვითარება იძაბება

სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ სიტუაცია დაიძაბა თურქეთის შიგნით. სტამბოლში დაუდგენელმა პირებმა პოლიციელებს გაუხსნეს ცეცხლი და 3 სამართალდამცველი მოკლეს.

გამოძიება არკვევს რომელ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან თავდამსხმელები – ისლამურ სახელმწიფოს თუ ქურთ სეპარატისტებს.

ამ ორი დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყებას თურქეთის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

ანკარაში ათასობით ადამანი სამთავრო კვარტალთან შეიკრიბა და მთავრობას ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვა.

აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალეს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები