09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ვისკონსინის შტატში ლომს ეძებენ

ვისკონსინის შტატის რამდენიმე რეგიონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. სამართალდამცველები ლომს ეძებენ, რომელიც მოსახლეობის თქმით, ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება.

ოპერაცია ქალაქ მილვაკიში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამაშველო სამსახურში ათობით შეტყობინება შევიდა. სხვადასხვა ქუჩების მცხოვრებლები პოლიციაში რეკავენ და აცხადებენ, რომ მტაცებელი მათ სახლებთან იმყოფება. ერთერთმა მოქალაქემ პოლიციას ტელეფონით გადაღებული ვიდეოც გადასცა.

სამართალდამცველებმა ქალაქის ქუჩები გადაკეტეს და მოსახლეობას სახლიდან გასვლისაგან თავის შეკავება ურჩიეს. ამ დროისთვის უცნობია საიდან მოხვდა ლომი ქალაქის ქუჩებში.

მილვაკის ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ნადირი მათი ბინადარი არ არის.

 
დღის ამბები