ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ ქვეყანა თურქული ბაზრისთვის გაიხსნა, მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაიაფდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ზოგიერთი დასახელების მედიკამენტზე ფასები 60, 80 და 90 პროცენტით შემცირდა.
"აფთიაქებში რამდენიმე ათეული დასახელების თურქული მედიკამენტია შემოსული და ფასები მკვეთრად გაიაფებულია. ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ერთი კვირისა და თვის წინ. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ.
ასევე, ვაგრძელებთ იმ რეკომენდაციებს, რაც უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში და ვიმედოვნებთ რომ ეს ერთობლიობაში კიდევ უფრო დაასტაბილურებს და ხელმისაწვდომს გახდის მედიკამენტების ფასს ჩვენი მოქალაქეებისთვის," - განაცხადა აზარაშვილმა.