05 მაისი 2024,   03:44
ვრცლად
კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭიროა უკრაინის ცის ჩასაკეტად?! რით განსხვავდებიან ხარკოვის მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგის, ან ვენისგან?! - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. ზელენსკი საჰაერო თავდაცვასა და თვითმფრინავებს მოითხოვს.

ზელენსკის თქმით, ახლა უმთავრესია მსოფლიომ უკრაინას მძლავრი დახმარება გაუწიოს და საჭიროა სანქციების დამატებითი პაკეტი.

"კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭიროა უკრაინის ცის ჩასაკეტად?! რით განსხვავდებიან ხარკოვის ან სხვა ქალაქების მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგის ან ვენისგან? - მოგვეცით მოიერიშე თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვა, რომელიც მოგვცემს საჭირო ძალას. ეს არის დახმარება, რომელიც მსოფლიომ უნდა გაუწიოს არა მხოლოდ უკრაინას და მე, არამედ იმის დასამტკიცებლად რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს, რაც შეიძლება მალე. უკრაინის მთავრობა უკვე მუშაობს იმაზე თუ როგორ აღადგინოს ჩვენი ქვეყანა გამარჯვების შემდეგ, როგორ მივცეთ მეტი ძალა ქვეყანას სანამ ვიბრძვით. შეიქმნა სპეციალური დახმარების პაკეტი. თუ შეჭრა გაგრძელდება და რუსეთ არ მიატოვებს თავის გეგმებს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ საჭიროა სანქციების ახალი პაკეტი, ახალი სანქციები ომისა და მშვიდობისთვის. რუსეთს ექსპორტის ბოიკოტი. კერძოდ, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უარყოფა, ჩვენ ვწყვეტთ კონტინენტის მომავალს. ჩვენ მილიონები ვართ და ეს არის მილიონობით გზა თქვენი მომავლისთვის ბრძოლისთვის. ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს დროშას. ჩვენი ეროვნული დროშის ქვეშ ჩვენი მაშველები, მეხანძრეები, სამშვიდობოები და მედიკოსები დაეხმარნენ თურქეთსა და საბერძნეთს, ისრაელსა და საქართველოს, ავღანეთსა და მონტენეგროს, ინდოეთსა და იტალიას და სხვა ბევრ ქვეყანას. ის, რაც ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია ამ დროშის ქვეშ, არის ის, რომ არ შევეხოთ სხვა ქვეყნებს, არ მივიღოთ უცხო მიწები, არ მოვკლათ სხვა ერების მშვიდობიანი ხალხი," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები