09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
იერუსალიმში პოლიციასა და პალესტინელ ახალგაზრდებს შორის შეტაკება მოხდა

იერუსალიმში პოლიციასა და პალესტინელ ახალგაზრდებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.

არეულობა ალ–აქსას მეჩეთთან იმ დროს დაიწყო, როდესაც ასობით ებრაელი მომლოცველი ტაძრის მთასთან მიახლოვებას ცდილობდა.

პალესტინელი ახალგაზრდები მეჩეთიდან გამოვიდნენ და მორწმუნეებსა და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

პოლიციამ არეულობის რამდენიმე მონაწილე დააკავა, დანარჩენს კი უკან მეჩეთისკენ დაახევინა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

 
დღის ამბები