16 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
მოლაპარაკების მე-3 რაუნდის შედეგები ცნობილია - რაზე შეთანხმდა უკრაინული და რუსული მხარე

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდზე - ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებასა და კვლავ მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, ჰუმანიტარული კორიდორების გაუმჯობესებისთვის გარკვეული პოზიტივი შეინიშნება. მისივე თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეული არ არის.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ რაიმე დადებითზე საუბარი სამხედრო და პოლიტიკური კუთხით, ჯერჯერობით ნაადრევია.

"დიდხანს განვიხილავდით ჰუმანიტარულ დერეფნების პრობლემას, რაზეც ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით. ვიმედოვნებთ, რომ ხვალიდან ეს დერეფნები საბოლოოდ ამუშავდება, ამის გარანტია უკრაინულმა მხარემ მოგვცა.

გარდა ამისა დისკუსია გაგრძელდა პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტზე, თუმცა ნაადრევია რაიმე დადებითზე საუბარი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წერილობითი დოკუმენტის დიდი ნაკრებით ჩამოვედით. ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული პროექტები და წინადადებები, რუსეთის ფედერაცია იმედოვნებდა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე პროტოკოლს მაინც მოვაწერდით ხელს, მაგრამ არაფერი გაფორმდა," - განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

დღის ამბები