20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ვიცი როგორ უჭირს მოსახლეობას და მიუხედავად ამისა ყველაფერს აკეთებენ, რომ გვერდში დაუდგნენ უკრაინელებს - კახა კალაძე

თბილისის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში მივიდა. კახა კალაძემ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ქველმოქმედებაში ჩართულ მოქალაქეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს კი მადლობა გადაუხადა.

მან ასევე განმარტა, რომ დედაქალაქის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით, არაერთ ჰუმანიტარულ პროგრამას ახორციელებს.

"მე ვიცი რა სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ უჭირს მოსახლეობას და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაფერს აკეთებენ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, რომ მაქსიმალურად თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდში დაუდგნენ და მხარი დაუჭირონ უკრაინელ დებს და ძმებს.

ყველაფერს გულწრფელად გიხდით მადლობას და ასევე უდიდესი მადლობა ყველა კომპანიას. ეს ყველაფერი შეგროვდება და შემდგომ მოხდება უკრაინაში გაგზავნა ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები