20 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
რამზან კადიროვს და დმიტრი პესკოვსა და მარია ზახაროვას პერსონალური სანქციები დაუწესეს - კიდევ ვინ მოხვდა იაპონიისა და ავსტრალიის "შავ სიაში"

მორიგი სანქციები რუსეთს - იაპონიის მთავრობამ 32 რუს და ბელარუსელ ოლიგარქს შეზღუდვები დაუწესა. აქტივებს გაუყინავენ 12 კომპანიას. იაპონიის პერსონალური სანქციები შეეხო ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს, ასევე ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს და ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვს​. სანქციები დაწესდება ნავთობის გადამამუშავებელი აღჭურვილობის ექსპორტზეც.

რუსი ოფიცრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ავსტრალიამაც. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა. შეზღუდვები დაწესდება ავსტრალიიდან იმ საქონლის ექსპორტზე, რომლითაც რუსული ჯარი მარაგდება.

სანქციების სიას პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი 10 პირი დაუმატა კანადამაც.

დღის ამბები