09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ტერორისტული აქტი თურქეთში - დაღუპულია 2 ადამიანი

ტერაქტს თურქეთში ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმა დიარბაკირის რეგიონში მოხდა, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული.

დანაღმული მანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც გზაზე სამხედრო ავტოკოლონა გამოჩნდა. აფეთქების შედეგად 4 ჯარისკაცი დაშავდა.

ტერაქტს წინ უძღოდა თურქეთის არმიის ავიაიერიშები ქურთი სეპარატისტების ობიექტებზე. ავიაციამ მათი პოზიციები ჩრდილო ერაყში დაბომბა. იერიშები თურქეთის საზღვრებთან ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნის სამხედრო კამპანიის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ანკარამ ქურთი სეპარატისტებისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოიწყო.

ამის გამო ქურთთა მუშათა პარტიამ რამდენიმე წლიან ზავს მორატორიუმი გამოუცხადა და მთავრობას საპახუსო ნაბიჯებით დაემუქრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები