04 მაისი 2024,   23:58
ვრცლად
საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ომი უკრაინაში - რა საკითხებზე ელოდება აქცენტს მმართველი გუნდი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლიდან  

პრეზიდენტის პარლამენტში დაგეგმილი მოხსენებასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ თემები მრავალფეროვანი იქნება, მათ შორის ყურადღება გამახვილდება რეგიონალურ ვითარებაზე და ომთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.

"თემები იქნება ალბათ მრავალფეროვანი, პირველ რიგში ეს იქნება იმ რეგიონალურ ვითარებაზე და იმ ომთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება ამავდროულად გაკეთებული იმ განაცხადზე, რაც საქართველოს აქვს კონკრეტულად წევრობის კანდიდატურაზე დაჩქარებით განაცხადის შეტანილი, რომელსაც უკვე ევროსაბჭოსგან კონკრეტული რეაგირება მოჰყვა და გადაცემულია უკვე შემდგომი წინსვლისთვის ევროკომისიაში. გამომდინარე აქედან, ალბათ, საგარეო და საშინაო პოლიტიკის ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც პრეზიდენტის გამოსვლაში იქნება ასახული," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები