09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ანგელა მერკელი ოპერაში სკამიდან გადმოვარდა

ანგელა მერკელი ოპერაში უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გერმანიის კანცლერი, რომელიც მეუღლესთან ერთად ვაგნერის ოპერის განახლებულ დადგმაზე იმყოფებოდა, სპექტაკლის მსვლელობის დროს სკამიდან გადმოვარდა.

ინცინდენტი ქალაქ ბაიროტში ოპერის ყოველწლიური ფესტივალის გახსნის დღეს მოხდა. გამოცემა ბილდის ცნობით, ანგელა მერკელმა სკამიდან გადმოვარდნამდე გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია მთავრობის სპიკერის მოადგილემ უარყო, თუმცა ინცინდენტის დეტალები არ გაუმხელია. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ნანახი სპექტაკლით ძალიან კმაყოფილია. 

 
დღის ამბები