20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - მოსამართლემ დღეს გიგი უგულავას ვერდიქტი უნდა გამოუტანოს

მოსამართლემ დღეს გიგი უგულავას ვერდიქტი უნდა გამოუტანოს - საუბარია 2019 წელს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე. გამოძიების მტკიცებით, უგულავამ ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაცვის მხარე წაყენებულ ბრალდებას აბსურდად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ სასამართლო უგულავას დამნაშავედ არ ჩათვლის.

მუხლი, რომლის მიხედვითაც არის საქმე აღძრული - ჯარიმას, შინაპატიმრობას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესი დილის 10 საათზე იწყება.

დღის ამბები