07 მაისი 2024,   09:53
ვრცლად
ჩინეთი NATO-ს რუსეთ- უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის უკიდურეს წერტილამდე მიყვანაში  ადანაშაულებს

ჩინეთი NATO-ს რუსეთ- უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის უკიდურეს წერტილამდე მიყვანაში ადანაშაულებს - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.

ჟაო ლიჯიანმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ჩინეთის შეშფოთებას სერიოზულად მოეკიდოს და მოერიდოს მისი უფლებებისა თუ ინტერესების შელახვას უკრაინისა და რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. 

დასავლელი დიპლომატები გააკრიტიკა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმაც იმ მოწოდების გამო, სადაც ისინი ისლამაბადს უკრაინაში რუსეთის ქმედებების დაგმობას სთხოვდნენ. "ფიქრობთ, რომ ჩვენ თქვენი მონები ვართ, რომლებიც იმას გააკეთებენ რასაც თქვენ გვეტყვით? " - განაცხადა პრემიერმა.

მანამდე 22 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ისინი ისლამაბადს სთხოვდნენ, მხარი დაეჭირა გაეროს რეზოლუციისთვის უკრაინაში რუსეთის ქმედებების დაგმობასთან დაკავშირებით.

დღის ამბები