26 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
შანაი ბრუკის მკვლელობაში მსჯავრდებულს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შანაი ბრუკის მკვლელობაში მსჯავრდებულს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვია.

"ამ ეტაპზე არ ვიცით სასამართლო დასაბუთება. ჩვენთვის რაც არის უმთავრესი არის ის, რომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა მას წარდგენილი. დაზარალებულის პოზიცია მოვისმინეთ, მას სურს, რომ გავასაჩივროთ, რომ იქნეს მისჯილი მაქსიმალური სასჯელი. გავეცნობით სასამართლოს განაჩენს და შემდეგ გადავწყვეტთ," - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 2021 წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.

დღის ამბები