20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება 10 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უახლოესი სამი დღის განმავლობაში უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ღამით ყინვაა მოსალოდნელი. ტემპერატურა -2-დან +12 გრადუსამდე იქნება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც. სინოპტიკოსები 10 მარტს ძლიერ წვიმას, 11 მარტს კი თოვლ-ჭყაპს ელოდებიან.

ქალაქების მიხედვით, 10 მარტის ამინდის პროგნოზი ასეთია: 

გაგრა +6 - წვიმა

სოხუმი +7 - წვიმა

ზუგდიდი +7 - წვიმა

მესტია +1 - თოვლი

ფოთი +7 - წვიმა

ბათუმი +6 - წვიმა

ოზურგეთი +6 - წვიმა

ქუთაისი +7 - წვიმა

ამბროლაური +5 - თოვლი

ახალციხე +3 - წვიმა

ბორჯომი +2 - წვიმა

ბაკურიანი -1  - თოვლი

გორი +4 - წვიმა

ცხინვალი +2 - თოვლი

სტეფანწმინდა -2 - თოვლი

გუდაური - 6 - თოვლი

თელავი +7 - წვიმა

რუსთავი + 10 - წვიმა

თბილისი +7 - წვიმა

დედაქალაქში უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +1 დან +9 გრადუსამდე იქნება, შაბათს კი ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და შესაძლებელია მოთოვოს კიდეც.

დღის ამბები