ევროკავშირმა სანქციები რუსეთის კიდევ 160 მოქალაქეს დაუწესა.
სანქცირებულ პირთა შორისაა:
14 ოლიგარქი და ბიზნესმენი, რომლებიც ჩართულები არიან ძირითად ეკონომიკურ სექტორებში - მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციებისა და ციფრულ ინდუსტრიებში. სანქციები ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს 146 წევრი, რომლებმაც მოახდინეს დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების რატიფიცირება. მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციები ეხება 862 ადამიანს და 53 სუბიექტს.
ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციების ფარგლებში დაუწესა შეზღუდვები საზღვაო ნავიგაციისა და რადიოკავშირის ტექნოლოგიების ექსპორტზე, საზღვაო უსაფრთხოების აღჭურვილობის ექსპორტისთვის დაწესდა წინასწარი ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება.