28 აგვისტო 2026,   02:04
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება ნორიოში - მოკლულია 1 ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირება ნორიოში - "კურიერის" ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

სავარაუდოდ, კონფლიქტში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები