06 მაისი 2024,   18:11
ვრცლად
ლიეტუვის პრეზიდენტი რუს ოკუპანტებზე: რისთვის იბრძვიან - პუტინისთვის? ისინი აგრესორის ჯარისკაცები არიან

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხმაურება და უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტი რუს ჯარისკაცებს აგრესორის არმიას უწოდებს.

"ვუყურებ ამ ჯარისკაცებს და ვერ ვხედავ მოტივაციას თუ რისთვის უნდა იბრძოდნენ ისინი უკრაინაში? პუტინისთვის? ვინ არის მათთვის პუტინი? ისინი, ეჭვ გარეშეა, აგრესორის არმია და აგრესორის ჯარისკაცები არიან. თუმცა, როცა ვუყურებ უკრაინელებს, აცნობიერებ, რომ ისინი იბრძვიან საკუთარი მიწისთვის, საკუთარი ცოლებისა და შვილებისთვის, ოჯახებისთვის, ბოლოს და ბოლოს უბრალოდ საკუთარი მომავლისთვის. მათი საომარი დისციპლინა და საბრძოლო სული ვერაფერს შეედრება," - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

დღის ამბები