მარიუპოლში ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებულ აფეთქებებს 3 ადამიანი ემსხვერპლა - მონაცემებს უკრაინული მედია მარიუპოლის ქალაქის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია.
რაც შეეხება დაშავებულებს, გავრცელებული ინფორმაციით, 17 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოზე, რომელშიც ასევე სამშობიაროც მდებარეობდა, რუსეთის სამხედრო ძალებმა ავიათავდასხმა გუშინ განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა დუმილის დროს განხორციელდა, რომელიც შეთანხმებული იყო აგრესორ ძალასთან.