29 აგვისტო 2026,   01:04
ვრცლად
უკრაინული და რუსული მხარეები ანტალიაში არიან - კულება-ლავროვის მოლაპარაკებები წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს​

თურქეთში მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. უკრაინული და რუსული მხარეები უკვე ანტალიაში არიან. შეხვედრების ადგილი სასტუმრო "რეგნუმია", სადაც უკვე დაიწყო დიალოგი მასპინძლებთან. პირისპირ შეხვედრამდე დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა ჯერ შუამავლებთან ისაუბრეს.

ომის დაწყებიდან დღემდე, ეს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა და ყველაზე მაღალი რანგის დიალოგია.

პარალელურად, უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. დღეს 6 მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას. რუსი ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ შეტევას, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ქალაქი აღებული არ არის.

"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შეკავებას. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მტრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით წინსვლის აღკვეთაზე. ქალაქ მარიუპოლის წრიული თავდაცვა გრძელდება. მიიღება ზომები მტრის კიევის მიმართულებით წინსვლის შესაჩერებლად.

ქალაქ კიევის ძალებისა და თავდაცვის საშუალებების ჯგუფი მუდმივად მზადაა მოწინააღმდეგის შეტევის მოსაგერიებლად, აყენებს ცეცხლსასროლ ზარალს ოკუპანტების შემტევ ჯგუფს და ინარჩუნებს გარკვეულ თავდაცვით ხაზებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ქვედანაყოფები იგერიებენ სარაკეტო და ბომბდარტყმებს და ანადგურებენ მტრის საჰაერო თავდასხმებს, უზრუნველყოფენ უკრაინის მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაფარვას და ჯარების ჯგუფებს. მტერმა შეამცირა შეტევის ტემპი. საგრძნობლად გაიზარდა დეზერტირებისა და ძარცვის შემთხვევები," - განაცხადეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა.

დღის ამბები