07 მაისი 2024,   00:32
ვრცლად
ვაცნობებ მათ, ვინც ღელავს რუსეთის მოქალაქეების ნაკადის საქართველოში გადმოსვლის და ამ პროცესის უკონტროლობის გამო - იგორ კუროპტევი

საქართველოში მცხოვრები პოლიტიკური მიმომხილველის და ექსპერტის იგორ კუროპტევის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის მოქალაქეების ნაკადის კონტროლს ახორციელებს. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს თითოეული ხელახლა ჩამოსული რუსი მოქალაქის კონტროლი დაქირავებულ ბინებში, სასტუმროებსა თუ გესტჰაუსებში.

ასევე, იგორ კუროპტევი მიმართავს რუსებს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია და ამაზე ნერვიულობა არ ღირს.

"ვაცნობებ მათ, ვინც ღელავს რუსეთის მოქალაქეების ნაკადის საქართველოში გადმოსვლის და ამ პროცესის უკონტროლობის გამო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ყოველდღიურად დადიან დაქირავებულ ბინებში, სასტუმროებსა თუ გესტჰაუსებში ჩამოსული რუსების ანკეტირებას ახორციელებენ. ეს შეიძლება ითქვას რეგისტრაციის მსგავსი ფორმაა. ვიმედოვნებ, ეს ოდნავ მაინც დაამშვიდებს მათ, ვინც უკონტროლო ნაკადის გამო ღელავს. ის ძალიანაც კონტროლირებადია თვით საზღვრიდან, საქართველოში ყოფნამდე.

რუსეთის მოქალაქეებს ვთხოვ არ ინერვიულონ. ეს ნორმალური პროცესია იქიდან გამომდინარე, რომ უვიზო მიმოსვლა და დიდი ნაკადია," - წერს ექსპერტი იგორ კუროპტევი.

 Нет описания.

დღის ამბები