16 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"გირჩი" ინიციატივით გამოდის, რომ წარსულში იარაღის ტარების უფლების მქონე პირებს ეს უფლება ისევ აღუდგეთ

"გირჩი" იარაღის ტარების თაობაზე მოქმედი კანონის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის. მათ უკვე მოამზადეს და პარლამენტს წარუდგინეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ერთი მხრივ, იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს, მეორე მხრივ კი, მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, იარაღის ტარების უფლება გაუგრძელდებათ.

"იმას, რომ ხალხს, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, აღდგეს. ესენი არიან – სამხედრო ვეტერანები, ყოფილი პოლიციელები, ყოფილი მოსამართლეები, გამომძიებლები და სახელმწიფო დაცვის წევრები. მათ ამ იარაღით არაფერი ჩაუდენიათ და დადასტურებულად ვიცით, რომ ამ ხალხზე იარაღი ინდობა. გვინდა, ამ კანონპროექტით ამ ადამიანებს აღუდგეთ ან დაუბრუნდეთ ის უფლება, რაც ჰქონდათ. ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ჩვეულებრივი ხალხის შეიარაღება, რადგან არავის იმედად, არც ერთი ტანკის, არც ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის იმედად ვერ ვიქნებით," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"გირჩს" მმართველ გუნდში უპასუხეს, ანტი ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკოსებს განსაკუთრებული დაფიქრება მართებთ პოლიტიკოსებს რომ მათმა ნაბიჯებმა ისეთი შედეგები გამოიღოს, რომელიც სტრატეგიულად არ იქნება გააზრებული.

დღის ამბები