უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე, სამხედრო თავდასხმებს 71 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა - 10 მარტის მონაცემებით, ამ ინფორმაციას, უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
უკრაინაში დღეს რუსული ომის მეთხუთმეტე დღეა. ქვეყნის ომბუდსმენის ინფორმაციითვე, სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული დაბომბვებისას 100-მა არასრულწლოვანმა სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო.