06 მაისი 2024,   05:52
ვრცლად
ბორის ჯონსონთან საუბარში ვიგრძენი, რომ ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიცია, მალე უფრო ძლიერი გახდება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ მიმართვაში განაცხადა, რომ ის გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ესაუბრა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას სურს პარტნიორებისგან ისეთ გადაწყვეტილებებს ხედავდეს, რომელიც რეალობას ეფუძნება:

"ვესაუბრე დღეს გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცს იმ დაცინვაზე, რომელსაც იტანს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქალაქები. ვესაუბრე პრეზიდენტ მაკრონს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან საუბარში კი ვიგრძენი, რომ ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიცია, მალე უფრო ძლიერი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის დასამყარებლად გახდება კიდევ უფრო ძლიერი. ამიტომაც გვსურს ვხედავდეთ პარტნიორებისგან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც რეალობას ეფუძნება და არა დეკლარაციებს ან აბსტრაქტულ მსჯელობას.

ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რათა განიხილონ ჩვენი განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ჩვენ ველით კონკრეტულ სიგნალს. ველით ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ეს იქნება სამართლიანი. ეს იქნება ევროპულად. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი ლიდერი რა პოზიციას იკავებს. ჩვენ ზუსტად ვიცით ვინ არის ჩვენ მხარეს და ვინ მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უბრალოდ ბუღალტერია, შემოსავალი, გასავალია და მეტი არაფერი," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები