06 მაისი 2024,   01:04
ვრცლად
ბავშვებს ვეღარ აჭმევენ, ადამიანები საკვების გამო ერთმანეთს თავს ესხმიან - "წითელი ჯვარი" მარიუპოლში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე

"წითელი ჯვარი" ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობას უმძიმესად აფასებს. საშა ვოლკოვი, რომელიც ქალაქში ორგანიზაციის დელეგაციის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ საკვების და წყლის მარაგები ძალიან მცირეა. 

BBC-ს ინფორმაციით, ვოლკოვი აუდიომესიჯში ამბობს, რომ ოჯახებს აღარ აქვთ პროდუქტი და არ შეუძლიათ ბავშვების გამოკვება. ზოგან კი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ადამიანები საჭმლის მოსაპოვებლად ერთმანეთს თავს ესხმიან. 

ვოლკოვის ინფორმაციით, მარიუპოლში გაჩნდა ბოსტნეულის "შავი ბაზარი", თუმცა იქ ხორცის, ან სხვა მსგავსი პროდუქტის შეძენა შეუძლებელია. 

იწურება მედიკამენტების მარაგიც. 

"ბევრი ჩვენგანი ავად არის, რადგან აქ სიცივე და მაღალი ტენიანობაა," - ამბობს ვოლკოვი. 

დღის ამბები