06 მაისი 2024,   02:44
ვრცლად
უკრაინა 15 დღეა რუსეთთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული - რუსეთის აგრესიის მსხვერპლი უკვე 71 ბავშვია

უკრაინიდან ყოველდღე ახალი სისხლიანი კადრები ვრცელდება. მას შემდეგ, რაც პუტინის "ელვისებურმა" ე.წ სპეცოპერაციამ კრახი განიცადა, რუსეთი ყველაფრის განადგურებაზე გადავიდა.

იბომბება უკრაინის დასახლებული პუნქტები: ქალაქები, სოფლები - იქ, სადაც ნაკლებად მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ომის მსხვერპლი უკვე 71 ბავშვია. რუსულმა ჯარმა ომი ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს გამოუცხადა და ამ ფონზე ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნატოს მისი შეჩერება არ შეუძლია.

მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი დღეს ლტოლვილია. იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადი ამ წუთებშიც ცდილობს გააღწიოს ქალაქებიდან, რომლებიც მუდმივად იბომბება.

საჰაერო იერიშების შეჩერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ზელენსკისთვის ისევ ცის დახურვა რჩება.

დღის ამბები