მთელი ღამის განმავლობაში, კიევში, ლვოვში, ზაპოროჟიაში, ოდესაში, ვოლინიში, ჟიტომირში, ივანო-ფრანკოვსკში და ტერნოპილში, სუმიში, ხმელნიცკისა და ზაკარპატიაში, ხარკოვში, პოლტავაში, ვინიცაში, ბუკოვინაში, ჩერკასში - საჰაერო თავდასხმები იყო.
კიევის მახლობლად, ვასილკოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი იწვის. ოკუპანტებმა აიღეს ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური.
კიევთან, ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შემდეგ, გაყინული პროდუქტების შესანახი საწყობი დაიწვა.
დღეს კიევის რეგიონის მცხოვრებლებს შეუძლიათ საკუთარი მანქანებით ევაკუაცია ბუჩადან და ვორცელიდან ბელოგოროდკას მიმართულებით.
მწვანე კორიდორები გაიხსნება დღეს სუმის რეგიონშიც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც ანტალიაში ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
ბლინკენმა პირობა მისცა კულებას, რომ უკრაინის დასახმარებლად ძალისხმევას გააძლიერებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ათასობით რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა ან ჩაბარდა. მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ უკრაინაში სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. უკრაინის ტერიტორია ომის დაწყებიდან უკვე 2.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა.