გენერალ-ლეიტენანტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი სერგი შაპტალა აცხადებს, რომ მტერს დიდი დანაკარგი აქვს ცოცხალი ძალის და ტექნიკის თვალსაზრისით. მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო შესუსუტებულია:
"დაიწყო უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მეჩვიდმეტე დღე. უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ და აჩერებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევას ყველა მიმართულებით. მტერს დიდი დანაკარგი აქვს ცოცხალი ძალის და ტექნიკის თვალსაზრისით. რუსები ცდილობენ პოზიციების გამაგრებას უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე. დონეცკის მიმართულებით, შეტევის დროს ოკუპანტებს წინააღმდეგობა დახვდათ. საომარი მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმეტესი ნაწილი, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირი საცეცხლე შეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან, დემორალიზებულია, პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ შესუსუტებულია. ავიყვანეთ უამრავი ტყვე. რუსეთს დიდი პრობლემები აქვს რეზერვის დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც. გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! ერთად გავიმარჯვოთ! დიდება უკრაინას!"- აცხადებს სერგი შაპტალა.