09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
შეტაკებებში გადაიზარდა საპროტესტო გამოსვლა სტამბოლში

თურქეთში არეულობაა. შეტაკებებში გადაიზარდა საპროტესტო გამოსვლა სტამბოლში. პოლიციასთან დაპირისპირება ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული რევოლუციონერ ხალხთა განმანთავისუფლებელი ფრონტის წევრი ქალის მკვლელობას მოჰყვა.

პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტებთან წუხანდელ შეტაკებებს მათი ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა. არეულობა იყო ქვეყნის სამხრეთ აღმოსაველთითაც, ქალაქ ჩიზრეში, სადაც მოკლული ქურთი ახალგაზრდის დაკრძალვა პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ტერორიზმის საფრთხეებისა და ქურთებით დასახლებულ რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე, ოფიციალურმა ანკარამ ნატოს ელჩების დონეზე საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი.

 
დღის ამბები