26 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
რა ხდება ომის მე-17 დღეს უკრაინაში - "კურიერი" მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან

დღეს ომის მე-17 დღეა - ეს დღეც განსაკუთრებით მძიმე იყო უკრაინისთვის. ქალაქი მიკოლაევი ბოლო 24 საათში განსაკუთრებულად დაზარალდა. ქალაქი სამხრეთ უკრაინაში რამდენჯერმე დაიბომბა, ავიაიერიში 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

დაზიანებულია ათეულობით შენობა, მათ შორისაა სკოლები, საბავშვო ბაღი და საავადმყოფოები. დაჭრილია 8 ადამიანი.

დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ცხელ წერტილში მუშაობის საშუალება რუსულმა სარაკეტო იერიშმა დიდხანს არ აცადა. საჰაერო განგაშის სიგნალის გამო გადამღები ჯგუფი მოსახლეობასთან ერთად საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე ჩავიდა.

თავშესაფარში მივიდა ქალაქის მერიც. საჰაერო განგაშის დროს ის ქალაქში სახლებზე არსებულ დაზიანებებს ათვალიერებდა. ალექსანდ სენკევიჩი "კურიერს" უყვება, რომ მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის დასახლებული პუნქტების მისამართით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 180-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლეს.

გუშინდელი დაბომბვის შედეგად მიკოლაევში ათობით სახლი და ავტომობილი დაზიანდა. მიკოლაეველები ცდილობენ სახლები არ დატოვონ. 

დღის ამბები