მორიგი დახმარება უკრაინას - საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში საქართველოდან დამატებით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
გუშინ აღმოსავლეთ საქართველოში შეგროვებული დახმარება თბილისიდან გაგზავნეს, დღეს კი დასავლეთის რეგიონებში მობილიზებული ტვირთი ფოთში დახარისხდა და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ სატვირთო ავტომობილები სახმელეთო საზღვარს დატოვებენ.
საუბარია 100 ტონაზე მეტ - არამალფუჭებად პროდუქტზე, მედიკამენტებსა და ტანსაცმელზე - იმ ნივთებზე რომელიც ახლა უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება.
უკრაინის დასახმარებლად სამთავრობო უწყებებს რიგითი მოქალაქეები და ბიზნეს სექტორიც შეუერთდა. უკრაინელი ხალხისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტებში დახმარების შეგროვება აქტიურად გრძელდება.