ტრაგედია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - სოფელ შავშვებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი ზესტაფონში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ერთი კი მცირეწლოვანია.
როგორც "რუსთავი 2-ისთვის" გახდა ცნობილი გარდაცვლილია ზესტაფონის კლინიკა "იმერმედის" ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე თეა კაპანაძე, შვილი ნიკოლოზ ნინიკაშვილი და დედა. შემთხვევას გადაურჩა ექიმის მეორე შვილი, რომელიც ამავე ავტომობილში იყოფებოდა, ის მძიმე დაზიანებებით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძოება.