04 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
"ვცდილობ, უკან დავბრუნდე და ვნახო რა ხდება" - ომის შედეგად უკრაინა 2.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

უკრაინიდან ომის შედეგად 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ბოლო მონაცემებით, ლტოლვილთა ყველაზე დიდი რაოდენობა პოლონეთშია გადასული - მათი რიცხვი მილიონ ნახევარია, უნგრეთს კი 235 ათასმა ადამიანმა შეაფარა თავი.

პარასკევის შემდეგ, უნგრეთის საზღვარი უკრაინიდან 10 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.

"ისეთი გრძნობა მაქვს, რთულია სიტყვებით გადმოცემა. მე იქ დავიბადე, იქ არის ჩემი სახლი. ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა, მაგრამ ახლა ვცდილობ, უკან დავბრუნდე და ვნახო რა ხდება. დარწმუნებული ვარ პუტინი ყვავილებით ხელში არ მელოდება.

ჯერ კიევში შემოსვლა ვერ შეძლეს. შესაძლოა , რამდენიმე დღეში შემოვიდნენ, მაგრამ ჩემს ცხოვრებას შიშში ვერ გავატარებ, რადგან რუსები მოდიან,"-აცხადებს უკრაინიდან ლტოლვილი კლარა ულიგანიჰი.

 
 
დღის ამბები