09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზთან ვითარება კვლავ დაიძაბა

დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზთან ვითარება კვლავ დაიძაბა. ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის ინფორმაციით, პრორუსი მებრძოლები მთელი ღამის განმავლობაში მძიმე შეიარაღებიდან, მათ შორის, გრადის ტიპის სისტემებიდან უტევდნენ სამთავრობო ძალების პოზიციებს.

სეპარატისტები პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს სჩასტიეს, ავდეევკის, ოპიტნოესა და პესკის მიმართულებით, რამდენჯერმე დაცხრილეს დასახლებული პუნქტებიც, თუმცა მსხვერპლი არ არის.

პარალელურად უკრაინის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ საგუშაგოსთან დაკავებული რუსი ჯარისკაცი დაკითხეს. მას გზა აერია და იარაღით დატვირთული სამხედრო მანქანით უკრაინული საგუშაგოს ახლოს შემთხვევით აღმოჩნდა.

 
დღის ამბები