09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ანკარა და ვაშინგტონი თურქეთ–სირიის საზღვარზე 100 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები თურქეთის მოთხოვნით საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. კონსულტაციები, რომელზეც ისლამური სახელმწიფოს და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოფიციალური ანკარის სამხედრო ოპერაციას განიხილავენ, ბრიუსელში ხვალ გაიმართება.

თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანა სირიაში სახმელეთო ჯარის გაგზავნას არ აპირებს. პარალელურად, ოფიციალური ანკარა და ვაშინგტონი თურქეთ–სირიის საზღვარზე 100 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.

არეულობაა თავად ქვეყნის შიგნითაც. უკვე 3 დღეა სხვადსსხვა ქალაქში სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. დაპირისპირებას ბოლო 24 საათში ერთი დემონსტრანტი და ერთი სამართალდამცველი ემსხვერპლა.

 
დღის ამბები