09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
უიტნი ჰიუსტონის შვილი გარდაიცვალა

ექვსთვიანი კომის შემდეგ შეერთებულ შტატებში უიტნი ჰიუსტონის შვილი დაიღუპა. ბობი კრისტინა ბრაუნი 22 წლის იყო. გარდაცვალების დროს მის გვერდით ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ბობი კრისტინა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში 31 იანვარს იპოვეს და მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა.

ერთი თვის წინ ის ჯორჯიის შტატის კლინიკაში გადაიყვანეს. ბობი კრისტინა უიტნი ჰიუსტონისა და ბობი ბრაუნის ერთადერთი შვილი იყო. 

 
დღის ამბები