28 აგვისტო 2026,   05:33
ვრცლად
რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად უკრაინაში 90 ბავშვი გარდაიცვალა და 100 დაშავდა - უკრაინის გენპროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 14 მარტის დილის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის გამო უკრაინაში 90 ბავშვი დაიღუპა და დაშავებული 100-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი დაზარალებული კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევის და ჟიტომირის ოლქებშია.

ასევე, შტურმისა და აფეთქებების შედეგად დაზიანებულია 379 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 59 სრულად არის განადგურებული. ყველაზე მეტი განადგურებული შენობა დონეცკის ოლქშია - 119 სასწავლო დაწესებულება.

"აღნიშნული რიცხვები არ არის საბოლოო. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აქტიურად ახორციელებენ აფეთქებებს, შემთხვევის ადგილების დათვალიერება შეუძლებელია," - წერია უკრაინის გენპროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს.

დღის ამბები