07 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ქობულეთში "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისთან ხმაურია - კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნას ადგილობრივები აპროტესტებენ 

ქობულეთში "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისთან ხმაურია - კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნას ადგილობრივები აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს პარტიის წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის პოლიციის კორდონი დგას. აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის პრორუსული ძალა და მათი ადგილი საქართველოში არ არის.

აქციის მონაწილეები  მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და იხსენებენ 5 ივლისის მოვლენებსაც. ბრალდებებს უარყოფს "ალტ-იფოს" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ისინი ეროვნულ საქმეს აკეთებენ.

დღის ამბები