09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
13 ადამიანი დაიღუპა სომალიში მომხდარი ტერაქტის შედეგად

ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა სომალიში მომხდარი ტერაქტის შედეგად. მანქანაში დამონტაჟებული ბომბი მოგადიშუში იმ სასტუმროსთან ააფეთქეს, სადაც უცხოელი დიპლომატები ხშირად ჩერდებიან.

სასტუმროს მახლობლად მდებარეობს საელჩოებიც. გავრცელებული ცნობით, დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებამ აიღო.

ტერაქტი, სომალიში ბარაკ ობამას აფრიკულ ტურნეს დაემთხვა. კენიის შემდეგ, შეერთებული შტატების ლიდერი ეთიოპიას სტუმრობს.

დღის ამბები